21:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 14:28:56, 1124 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი, 23 ივლისის მდგომარეობით, 9 ათას ტონას შეადგენს

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (71.8%), სომხეთის რესპუბლიკაში (17.9%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი.

შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics