|
2018-07-24 13:38:17, 1354 ნახვა
მსოფლიო
საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საკონსულო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ორ მოქალაქეს ინტენსიურად ეძებეს. როგორც საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, ოჯახები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ამასთან, საელჩოსში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. „გუშინდელი ღამის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე დამატებით შემოვიდა ორი ზარი საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებთანაც ამ პირთა ოჯახები ვერ ახერხებენ დაკავშირებას. საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. დღის 12 საათის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. საელჩო განაგრძობს შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველ საათობრივ მონიტორინგს“, - ნათქვამაი საელჩოს მიმართვაში. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)