22:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 12:57:00, 1186 ნახვა

სამართალი
იარაღის ტარებისთვის დააკავეს თორნიკე კაჭარავა რომელიც პრეზიდენტის სიძის და შვილის მეგობარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა. 
დაკავებულია თორნიკე კაჭარავა, რომელიც პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics