16:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 10:59:37, 774 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება გატარებული რეფორმების აღიარებაა

 „მივესალმები  გერმანიის მთავრობის  გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმ რეფორმების რომლებიც საქართველოში ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ ხორციელდება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ოფიციალურად გამოცხადების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

"ფაქტია, რომ საქართველოს მხრიდან ხდება მყისიერი რეაგირება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების თითოეულ ფაქტზე.  საქართველოს აქვს პოზიტიური დინამიკა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების კუთხით, და ყველა ინიციატივა და ნაბიჯი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გადადგა საქართველოს მთავრობამ მოწონებულია და მხარდაჭერილია გერმანელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics