|
2018-07-20 10:49:37, 920 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე დაკავებულ არასრულწლოვანზე: მას ყველა დანახული ჰყავს, პირდაპირ ეპიცენტრში იყო
„ყველა ძალიან კარგად იცის, ყველა დანახული ჰყავს, იმიტომ, რომ პირდაპირ ეპიცენტრში იყო“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის მოსწავლის, დ.ღ.-ს დაკავების ფაქტს. ზაზა სარალიძის თქმით, დაკავებულმა მოზარდმა სასამართლოს ცრუ ჩვენება შესაძლოა იმიტომ მისცა, რომ ის დააშინეს. „რაც შეეხება მკვლელობას, ნებისმიერი ჭრილობა, 12-ვე მომაკვდინებელი იყო ჩემთვის, ჩემი შვილის მიმართ, რაც იყო გამოყენებული. დ.ღ-მ ცრუ ჩვენება იმიტომ მისცა, რომ შესაძლებელია ან თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ან ზეწოლის ქვეშ იყო, ან მოისყიდა ვინმემ, ან დააშინეს“, -აღნიშნა ზაზა სარალიძემ. ზაზა სარალიძე დ.ღ.-ზე ზეწოლის განმახორცილებელ პირებად მირზა სუბელიანსა და ბორის კაკუბავას მიიჩნევს. „ან მირზა სუბელიანი, ან ბორის კაკუბავა, ან ვინმე დაინტერესებული პირი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)