|
2018-07-19 16:33:32, 2673 ნახვა
მსოფლიო
„კოლეგებს, რომლებიც საქართველოს ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, ურჩევნიათ შედეგებზე დაფიქრდნენ“ - პუტინი პოლიტიკოსებს აფრთხილებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ ქვეყნების ლიდერებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდებს შედეგებზე დაფიქრდნენ. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც პუტინმა აღნიშნა, ევროპაში მშვიდობის საფუძველი თანამშრომლობასა და ნდობაზეა დამოკიდებული. "ასეთი ტიპის აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს სამხედრო ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე. ევროპაში მშვიდობის საფუძველი სწორედ თანამშრომლობასა და ნდობის აღდგენაზეა დაფუძნებული და არა იმაზე, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რაც ახლა ხდება", - აღნიშნა მოსკოვის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)