16:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 11:41:58, 758 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: დავით ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას პარტიიდან გაერიცხა

„დავით ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატ დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის სხვა წევრებსაც სურდათ.

„მწვავე განცხადებები თუ შინაარსობრივად კრიტიკულია, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ მწვავე განცხადებები შინაარსობრივად ზიანის მომტანია და არაეთიკურია და ყოველგვარ საზღვარს ცდება,  აქ პრობლემას ვხედავ. სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის ბატონი დავითი  ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან. გუნდის სხვა წევრების ინტერვიუმ დაადასტურა რომ ისინი არ ნანობენ ამას და პირიქით გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ  კარგი იქნება თუ გარიცხავენ“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics