00:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 14:14:35, 982 ნახვა

საზოგადოება
მაია კობახიძე: პედაგოგთა სერთიფიცირებამ სკოლებში განათლების ხარისხი ვერ აამაღლა

„გასულ წლებში მიმდინარე სერთიფიცირების პროცესმა პედაგოგის ცოდნა ვერ შეაფასა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განუცხადა.
კობახიძის  შეფასებით,  საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების პროცესის დახვეწა.
„გასულ წლებში მიმდინარე სერთიფიცირების პროცესმა შედეგები ვერ მოგვცა. მან რეალურად ვერ შეაფასა პედაგოგების ცოდნა და გამოცდილება, ვერ აამაღლა განათლების ხარისხი საჯარო სკოლებში. სერტიფიცირების პროცესის დახვეწა  ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროცესია, განსაკუთრებით სახელმწიფო კომისიის მუშაობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მასწავლებლების ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიული დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში  განათლების ხარისხზე რა თქმა უნდა პოზიტიურად იმოქმედებს. პროფკავშირები ჩავერთვებით ამ სამუშაო პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლების პროფესიული ინტერესები დაცული იქნება და გათვალისწინებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით,  ყურადღება განსაკუთრებით პედაგოგებისთვის კრედიტების მინიჭების სისტემაზე უნდა გამახვილდეს.
„კრედიტები ადეკვატური უნდა იყოს  მასწავლებლების აქტივობების მიხედვით. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლების შეფასების კრიტერიუმები და ვინ იქნებიან პედაგოგების შემფასებლები. რამდენად პროფესიონალი და გათვითცნობიერებული პიროვნებები შეაფასებენ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის დროს“, – განაცხადა მაია კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics