20:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 12:58:44, 549 ნახვა

რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ

აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ მოგზაურებს ლიეტუვას რეიტინგული მედიასაშუალებები. “თბილი ზღვა, უნიკალური არქიტექტურა და ისტორიული მონუმენტები, ულამაზესი ბოტანიკური ბაღი და შეუდარებელი აჭარული სამზარეულო“ - ასე იწყებს სტატიას ონლაინ გამოცემა “Alkas.lt”, რომელიც მკითხველს სტატიასთან ერთად აჭარაში მოგზურობისას გადაღებულ სიუჟეტსა და ულამაზეს ფოტოებს უზიარებს. 

ონლაინ გამოცემის მსგავსად აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვრცელ სიუჟეტებს უთმობენ ლიეტუვას რეიტინგული ტელეკომპანიები „Rytas TV” და  „LNK TV“. სიუჟეტებში საუბარია აჭარის ზღვისპირა კურორტ ბათუმზე, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელ ტურისტებში თავისი ტურისტული ღირსშესანიშნაოებებით, ბუნებით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით.

‘ბათუმი ლიეტუველ ტურისტებს ელოდება“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი ონლაინ გამოცემა „Lietuvos zinios”.  „თუ თქვენ ზაფხულში ხეტიალს გადაწყვეტთ არ ინანებთ არჩევანს თუ შეაჩერებთ ბათუმზე - შავი ზღვის მარგალიტზე საქართველოში. ხანში შესულები მას თავიდან აღმოაჩენთ შეცვლილსა და გალამაზებულს, ახალგაზრდებისთვის კი ეს ქალაქი საინტერესო და მრავალფეროვანია“ საუბარია სტატიაში. 

ლიეტუველი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ივნისში სტუმრობდნენ. აჭარის შესახებ სიუჟეტებისა და სტატიების გამოქვეყნების გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ლიეტუვაში გარე და ონლაინ რეკლამით, ასევე ლიეტუვას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის წარმოჩენით ხორციელდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics