22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 11:46:26, 759 ნახვა

სამართალი
კანონპროექტის თანახმად, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო გახდება, მთავარ პროკურორს კი, გენერალური პროკურორი ეწოდება

პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოიყოფა და დამოუკიდებელი ორგანო გახდება, მთავარ პროკურორს კი, გენერალური პროკურორი ეწოდება.

„პროკურატურა გადის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ხდება დამოუკიდებელი ორგანო. მას არ ექნება არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა. ერთადერთი, სადაც ჩვენ ცვლილებები დაგვჭირდება და უნდა დავინახოთ ეს ბმა, ეს არის პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს უკვე გენერალური პროკურორი ეწოდება. ის წელიწადში ერთხელ ანგარიშით მოდის პარლამენტში. ანგარიში არ ეხება კონკრეტულ საქმეებს, მაგრამ შეეხება ტენდენციებს, მიმართულებებს, ანალიზს და ასე შემდეგ. ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ახლა“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. სხდომაზე ოპოზიცია არ ესწრებოდა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics