|
2018-07-14 13:03:27, 992 ნახვა
სამართალი
შსს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა, რომელიც თურქ ბიზნესმენს ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებოდა [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო. „პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მსხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)