16:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:57:17, 630 ნახვა

კომენტარი
გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება

გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან განმარტამ, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის  სისტემური რეფორმებია დაგეგმილი.  

"გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება. რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და საკმაოდ ხარვეზიანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics