21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:33:17, 1035 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია გოცირიძეს: ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა, ქვეყანას დავეხმარო

„სიმართლე რომ გითხრა, ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა ამ ქვეყანას დავეხმარო“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას.

გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის ამ თანამდებობაზე და რა არის მოტივი, რის გამოც შეთავაზებას დათანხმდა.

„მე გეტყვით რა არის ჩემი დამოუკიდებლობის საფუძველი. მარტივად რომ გითხრათ, არც ვიცი რითი ვარ დამოკიდებული და რაზე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი, პერსონალურად შემდგარი პიროვნება ვარ, მაინდამაინც ნორმალური არსებობისთვის არაფერი არ მჭირდება. მე არანაირად არ ვარ დამოკიდებული და არ მეშინია დავკარგო სამსახური, რაიმე ასეთი სიტუაცია არ მაქვს. ყოველთვის მაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ შემიძლია წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა საქართველოში, რუსეთში და თუნდაც ამერიკაში. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ მე საკმაოდ ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი ძალიან მსხვილ კომპანიაში, რასაც ჰქვია უფროსი პარტნიორი. ეს არის ძალიან ელიტური კომპანია და სიმართლე რომ გითხრა, ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა ამ ქვეყანას დავეხმარო, ჩემი გამოცდილება, რაც მე მივიღე 20 წლის განმავლობაში „მაკკინზიში“, მოვახმარო ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა ამბიცია მაქვს, რომ რაღაც გავაკეთო. მე არ გადავუხვევ იმ პრინციპებს, რომლითაც ვცხოვრობ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics