|
2015-06-02 11:37:22, 1021 ნახვა
სამხედრო
თბილისში ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გაიმართება
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საკონფერენციო დარბაზში 8-10 ივნისს გაიმართება. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები. ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)