16:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 15:45:36, 563 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მინისტრობის კანდიდატებს წარმატებული კარიერა აქვთ გამოვლილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მინისტრობის ახალ კანდიდატებს დადებითად აფასებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა კანდიდატს წარმატებული კარიერა აქვს გამოვლილი. დეპუტატმა ასევე მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასაც გაუსვა ხაზი.

„მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით. პრემიერ-მინისტრმა მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო პარლამენტთან თავისი საქმიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მან დაანონსა პარლამენტთან თანამშრომლობა მხოლოდ საქმეს წაადგება. რაც შეეხება მინისტრების გამოცდილებას რაც ცნობილია ჩვენთვის, ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება და გამოვლილი აქვთ წარმატებული კარიერა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics