|
2018-07-11 10:49:22, 1007 ნახვა
სამართალი
შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს განუმარტამ მოთხოვნა იყო, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა პირდაპირ ეთერში გადაცემული, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. "საპროკურორი საბჭოს შემოვუთვალე, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურს. ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული და ლოგიკური მიზეზისა, რომ სხდომა გახსნილიყო მედიისთვის და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსლირება, ამაზე ითქვა უარი. პროკურატურის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო. მაშინ როდესაც საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობასაც კი არ წარმართავს გამჭვირვალედ, რა თქმა უნდა დიდი კითხვის ნიშანია თუ როგორ უზრუნველყოფს პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობას. ასეთ ვითარებაში, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის ასეთი მცირეოდენი ხარისხი მაინც შეეძინა მთელი ამ პროცესისთვის და ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში სწორედ ამით იყო განპირობებული. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე ვართ ორიენტირებული. აზრი არ აქვს ასეთ პროცესში ჩემს მონაილეობას, რადგან ჩემი მონაწილეობა შექმნის დემოკრატიულობის ანტურაჟს, რომ თითქოს საბჭო იხილავს ოპოზიციური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)