|
2018-07-10 14:59:59, 658 ნახვა
რეგიონი
აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა
აჭარის გაცნობა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ. დეპარტამენტის ცნობით, ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები ქართული ფოლკლორის თანხლებით. დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ ესტუმრებიან. შემდეგ კი გზას მთიან აჭარაში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც. „აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ. ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ. ისინი რეგიონს ხვალ დატოვებენ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)