|
2018-07-09 14:50:08, 1119 ნახვა
სამართალი
„სხვისი თეფშიდან ჭამას მედავებიან“ - ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს. მას გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. ამასთან, როგორც კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალი დაუმძიმდა, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, ხოლო დღეს 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კუპრავა ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებასაც აქვეყნებს, სადაც ნათქვამია: „ზვიად კუპრავა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15: საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან და შეიგინა მოსამართლის მისამართით. პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება. ამასთანავე, იგი კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)