|
2018-07-09 12:22:02, 1904 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 45 ყალბი პასპორტი ჰქონდა
გერმანიაში 51 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა სახელზე გაცემული 45 პასპორტი აღმოუჩინეს, - ამის შესახებ Sz-online.de იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცს ქალაქ ესენის უცხოელების სამძებრო სამსახური ეძებდა, ხოლო მისი დაკავება ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად მოხდა. მედიის ცნობით, საბუთების შემოწმების დროს, დრეზდენის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა და მეორე პასპორტიც აღმოუჩინა. დეტალური ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, სამართალდამცველებმა კიდევ 43 პასპორტი ამოიღეს. პოლიციამ დაადგინა, რომ 1997-2018 წლებში მამაკაცი ძარცვისა და ყაჩაღობის 12 სხვადასხვა შემთხვევაში ფიგურირებდა. ის გერმანიიდან 4-ჯერ არის გაძევებული. მან გერმანიას თავშესაფრის მინიჭებაზე მიმდინარე წელს მიმართა, თუმცა ქვეყანამ მას აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი უთხრა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს გერმანიაში შესვლა 5 წლით აუკრძალეს, თუმცა მან ქვეყანაში დაბრუნება სხვა სახელზე გაცემული პასპორტით შეძლო. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მამაკაცმა საჯარო მოსამსახურეების გინება დაიწყო, რის გამოც მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მედიის ცნობით, შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)