21:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 18:03:21, 979 ნახვა

სამართალი
მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურის შენობა ზაზა სარალიძემ კომენტარის გარეშე დატოვა.

სარალიძის უფლებადამცველის ნესტან ლონდარიძის შეფასებით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

"შეხვედრა შედგა სახალხო დამცველისა და შსს-ს ინიციატივით. მოხდა ურთიერთშეჯერება, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან ჩვენი პოზიციის წარმოდგენა, თუმცა რა ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა განხილვა და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე ვერ ვისაუბრებ. საუბარი შეეხო ასევე მიხეილ კალანდიასაც, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ", - აღნიშნა ადვოკატმა.

შეხვედრას აგრეთვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში ისევ შედგეს.

"აქ ვიყავით, რადგან ბატონ ზაზას ჰქონდა შეკითხვები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე, გამოძიების სტრატეგიაზე და ფაქტებზე იყო საუბარი, თავს შევიკავებ დეტალური კომენტარისგან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics