|
2015-06-01 16:20:27, 458 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ როგორც სიგარეტის, ისე მარიხუანას მოწევის გამო არ უნდა აპატიმრებდნენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ადამიანს, როგორც სიგარეტის მოწევის გამო არ აპატიმრებენ, ასევე პატიმრობა მსუბუქი ნარკოტიკის-მარიხუანას მოხმარებაზე არ უნდა იყოს გამოყენებული. „იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ნარკოტიკთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა გვქონდა. მახსოვს, ეს პერიოდი, 10-12 წლის წინ რა მდგომარეობა იყო საქართველოში ნარკოტიკების მხრივ. დღეს სხვა ეტაპია და ვფიქრობ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის - მარიხუანას გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. მე საერთოდ არ ვეწევი და არც სხვას მოვუწოდებ მოწიოს, არც სიგარეტის პოპულარიზაციას ვახდენ, მაგრამ როგორც სიგარეტის მოწევის გამო არ უნდა მიდიოდეს ადამიანი ციხეში, ასევე მარიხუანის. თუმცა, ეს წახალისებული არ უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)