|
2018-07-05 14:30:16, 498 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ბელარუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. დეპარტამენტის მოწვევით ისინი ამ ეტაპზე ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სამი დღის განმავლობაში პრესტურის მონაწილეებმა გადაიღეს თუ სად და როგორ შეიძლება დაისვენოს ტურისტმა ქობულეთში, რა შეიძლება ნახოს და სად შეიძლება ზღვაზე დასვენების პარალელურად იმოგზაუროს. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა ქობულეთის ზღვისპირა პარკი და სანაპირო ზოლი, პეტრას ციხე, კინტრიშის ეროვნული პარკი, აგროსერვისცენტრის ღვინის მარანი, მდინარე კინტრიშზე არსებული საკალმახე მეურნეობები და ზოგადად, ქობულეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდა უშუალოდ ქობულეთში არსებული ტურისტული პროდუქტებისა მათ ასევე, გადაიღეს ქალაქთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ და „მუსიკოსების პარკი“ შეკვეთილში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში 20-მდე პრეს და ინფოტური გაიმართა სამიზნე ქვეყნებიდან, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ. სამიზნე ქვეყნების რეიტინგული ტელევიზიების გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტები მოამზადა ევრონიუსმა და დოიჩე ველემ. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით რეიტინგული მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების მოწვევას აჭარაში წლის ბოლომდე გააგრძელებს.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)