|
2018-07-05 13:41:06, 916 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმი გაიმართება
თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმები იწყება. პირველი ფორუმი ბათუმში, 7 ივლისს, სასტუმრო „რედისონში" ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზეც მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა. ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მენეჯმენტის, აჭარის მთავრობისა და „აწარმოე საქართველოს" წარმომადგენლები. თიბისის რეგიონალური ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)