10:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 11:23:51, 1482 ნახვა

მსოფლიო
მედია: უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს

უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Eurointegration.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი წერილი უნგრეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკვე გაუგზავნა.

მედიის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს არ დაუჭერს უკრაინისა და საქართველოს ლიდერების ალიანსის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ არც ერთ რეზოლუციას.

როგორც Eurointegration.ua იტყობინება, უნგრეთსა და უკრაინას შორის უთანხმოება განათლების შესახებ კანონის გამო არსებობს. კერძოდ, კანონის მიხედვით 2020 წლიდან საგანმანათლებლო პროცესი ქვეყანაში უკრაინულ ენაზე იქნება დაფუძნებული.

გამოცემა წერს, რომ მანამდე ბუდაპეშტსა და კიევს შორის ერთგვარი შეთანხმება შედგა და უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერას აპირებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics