|
2018-07-02 17:05:42, 921 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების მინისტრმა N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება დახურა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშილმა N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება დახურა. დაწესებულების დახურვის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. N7 დაწესებულების დახურვა სასჯელაღსრულების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა. ძველი დაწესებულების დახურვის პარალელურად ახალი N7 პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა. სამინისტროს ცნობით, მაღალი რისკის დაწესებულება 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ავეჯით, ტექნიკით, გაგრილებისა და გათბობის სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ადვოკატთან შეხვედრის ოთახი. საცხოვრებელ სივრცეში მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მოწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალგახსნილი დაწესებულება უკვე დაათვალიერეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უფლებადამცველებმა და აღნიშნეს, რომ ახალ N7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ცივილიზებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში მოუწევთ სასჯელის მოხდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)