20:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-01 13:00:18, 835 ნახვა

ეკონომიკა
შეხვედრა აჭარის რეგიონის ბანკების წარმომადგენლებთან

 ბათუმში,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში ჩართული აჭარის რეგიონის კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეონა ბაბუნაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდა იმის თაობაზე, თუ როგორ განახორციელონ ეფექტიანი კომუნიკაცია პროგრამაში ჩართვის მსურველ ბიზნესსუბიექტებთან და რა მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ პროცესში პარტნიორ კომერციულ ბანკებს. აღინიშნა, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ და ინფორმირებას ახდებდნენ, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე, დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით, სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.
საბანკო სექტორთან შეხვედრა 26 ივნისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  წარმომადგენლებსა და აჭარის რეგიონის ბიზნესსუბიექტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა, სადაც მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამავე შეხვედრაზზე მეწარმეებმა გამოთქვეს სურვილი კომერციული ბანკების, როგორც სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ჩართული სუბიექტებისგან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თაობაზე.   

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics