|
2018-06-30 15:13:10, 1004 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძის ადვოკატი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შინაარსს ეთანხმება. როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციებში ასახულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას აქამდე უნდა გაეკეთებინა. „გავეცანით ამ რეკომენდაციების შინაარსს და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. აქ ძირითადად დასმულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას უკვე უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს, უნდა შესრულებულიყო. საქმის მტკიცებულებები გვაძლევს საფუძველს, რომ დავეთანხმოთ კომისიის რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ცნობილია, რომ აქვს ჭრილობა მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და თუ მიმდინარეობს ამ კუთხით ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით და ამ ნაწილში ისინი სწავლობენ ყველა დანარჩენ საქმეს, რაც მიგვაჩნია, რომ არის არასწორი. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით, მ.კ.-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში, რასაც დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ. იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დამტკიცებას“, – განაცხადა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)