|
2018-06-30 13:25:43, 884 ნახვა
სამართალი
ირაკლი ნოზაძე თამთა ჯანჯღავასთან ნარკოტიკების მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას გამორიცხავს
"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე სამართალდამცველებმა დღეს დაკითხონ. ირაკლი ნოზაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრა. მომღერალი ნარკოტიკების მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს ირაკლი ნოზაძის დაკითხვა გუშინ ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. "იმედის" ინფორმაციით, მომღერლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული თამთა ჯანჯღავა აცხადებს, რომ ნოზაძეს ამფეტამინის შესაძენად 250 ლარი მისცა, თუმცა მერე ნარკოტიკის მიღება გადაიფიქრა და ფულის დაბრუნება მოითხოვა. ცნობისთვის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)