|
2018-06-29 16:09:42, 1011 ნახვა
სამართალი
გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და სახურავზე გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბავშვის ცხედარი მეორე სართულზე აღმოაჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 225 კვ.მ ფართობი. ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)