|
2018-06-29 12:36:02, 737 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
სასამართლო ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. ბრალდებულის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჯანჯღავას გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს. „არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან არ არსებობს მისი მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ან განაჩენის აღსრულების სახით“, - განაცხადა არჩილ შაბაშვილმა. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ირაკლი ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი ჰქონდა 250 ლარის ოდენობით და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. როგორც პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა აღნიშა, პატიმრობის გამოყენების ყველა საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს ორი დღის წინ, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)