20:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 17:08:54, 1024 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ადგილობრივ ავიარეისებთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით 49 49,672,332.00 ლარზე გამოაცხადდა.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი,  ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას. 

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი. სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. 

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/  ელექტრონული წესით შეუძლიათ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics