20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 11:50:32, 798 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს სრულად იზიარებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას,  რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა დაეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. 

ეს პოზიცია კიდევ ერთხელ არის დადასტურებული  სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ფონდისაღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე - ეკონომიკური ზრდამოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურულირეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. ამასთან, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics