|
2018-06-26 18:59:42, 1009 ნახვა
სამართალი
ზვიად ფხაკაძე: ოთარ კახიძე მიყვირის, აშკარად დისკრიმინაციას განვიცდი
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივან ოთარ კახიძესა და პროკურორ ზვიდ ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. კამათი ზვიად ფხაკაძის სიტყვებმა, როდესაც ის საქმის ერთ-ერთი მოწმის, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობაზე საუბრობდა. „როდესაც მ.კ მიდის და ეხება დათო სარალიძეს, თვითონაც განსაზღვრავს, გამოძიების სტადიაზეც ლაპარაკობდა, მოწმეებიც საუბრობენ, რომ მ.კ. მიდიდოდა, რათა მის მეგობარ გ.ჯ.-ს დახმარებოდა, დაეშორებინა და მისი განზრახვა, აბსოლუტურად არ მოიცავდა დათო სარალიძის მკვლელობას, შესაბამისად გ.ჯ. როდესაც დანას უქნევს დათო სარალიძეს, ვერ ხედავს მ.კ.-ს მოქმედებას, ეს თვითონაც ისაუბრა ჩვენების დროს. მ.კ.-ს მიზანი იყო მხოლოდ დაშორება“, - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ. კომისიის მდივანმა ფხაკაძის სიტყვებს სამარცხვინო უწოდა. „მ.კ. მიდის და მუშტებს ურტყამს, სამარცხვინოა ახლა რასაც საუბრობთ ბატონო ზვიად, სამარცხვინოა. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, აშორებს თურმე გაიგეთ?! თქვენ წარმოადგენთ უწყებას, თქვენი საქციელი არის სამარცხვინო“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ამის შემდეგ ფხაკიძემ, კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დროს დისკრიმინაციას განიცდის. „ბატონო სერგი, ბატონი ოთარი მიყვირის, აშკარად დისკრიმინაციას განვიცდი“, - აღნიშნა ფხაკაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)