19:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 13:58:54, 505 ნახვა

რეგიონი
ყაზახი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ყაზახი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. წამყვანი ტელეკომპანიებისა და მედიაგამოცემების 10-მდე ჟურნალისტი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს.

მათ უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ასევე დაესწრნენ დელფინების შოუს და მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლასში. გარდა ამისა, იმოგზაურეს მთიან აჭარაში და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.  კერძოდ, კი გაიარეს ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტი, ეწვივნენ ადგილობრივ ღვინის მარანს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო ფოლკლორის თანხლებით დააგემოვნეს. ისინი ასევე, დაესწრნენ ევროპის ჩემპიონატს ყაზახურ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. გარდა პრესტურების და ინფოტურების ორგანიზებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონს ყაზახეთში გარე და აქტიური ონლაინ რეკლამით უწევს პოპულარიზაციას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics