21:02 - 28 May, 2026
|
2018-06-26 11:43:10, 774 ნახვა
სამართალი
თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მათ 7-მდე ადამიანი დაესხა თავს. დაზარალებულებისთვის თავდასხმის მოტივი გაუგებარია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ინციდენტის თვითმხილველები სამგორის რაიონის პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)