|
2018-06-25 10:26:21, 665 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: სრულყოფილად ვუპასუხებ კითხვებს, რაც კომისიას და დაზარალებულებს გააჩნიათ
„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე, კომისიას მივაწვდი სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და ასევე სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებს, რაც დაზარალებულს გააჩნია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა იყო დახურული, რითაც შესაძლებლობა გვქონდა მოკლებული იმისა, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან მიმართებით, დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ვსაუბრობთ, იმ გარემოებებზე რაც უშუალოდ ეხება თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2017 წლის 1 დეკემბერს, თუ ვის მიერ მოხდა დანების გამოყენება, რა ვითარებაში მოხდა დანების გამოყენება. რა თქმა უნდა, მსჯავრდებულების ინტერესებიდან დავიცავთ მათ კონფიდენციალურობას. მესამე პირის დაჭრასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს გააჩნია“, - განაცხადა ზვიად ფახაკაძემ. ცნობისთვის, ზვიად ფხაკაძის გარდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, კახა სირაძესაც გამოკითხავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)