|
2015-05-30 16:48:55, 1156 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილი ოფიციალურად წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის ცერემონიას ოდესის საოლქო საბჭოს ადმინისტრაციის თანამშრომლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოროშენკოს თქმით, სააკაშვილმა საკუთარი საქმიანობით ყველას დაანახა, რომ მას კარგი კრეატიული იდეები გააჩნია და მათი განხორციელება შეუძლია. მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში გამჭვირვალე, ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები ჩაატარა, ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა, სამართლიანი სასამართლო შექმნა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის პრინციპებს იცავდა. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პოროშენკოს ბრძანება გამოქვეყნდა, სადაც ის სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას, უკრაინის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო ანიჭებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)