|
2015-05-30 12:46:07, 410 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ინიციატივით საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია იმართება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით კონფერენცია გამართა. როგორც მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა პოლიტიკური პარტია საარჩევნო სისტემის აუცილებლობას აღიარებს. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩვენი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სამართლიან საარჩევნო სისტემას. ეს არის თემა, რომელის ირგვლივაც საზოგადოებაში არსებობს არნახული უპეცენდენტო კონსენსუსი, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ ძალას ამ საკითხის განხილვის დროს სხვადასხვა ეტაპზე დაფიქსირებული აქვს მხარდაჭერა, რომ სისტემა შეიცვალოს და უფრო სამართლიანი გახდეს. მინდა გავახსენო საზოგადოებას მოკლე ისტორია ამ გრძელი პროცესის. პირველ რიგში კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენელი პოლიტიკური ძალების გრძელი ბრძოლა მინდა გავიხსენო, სადაც „ფორუმი“,“კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“ ძალიან აქტიურად წლების განმავლობაში უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად იბრძოდნენ. ამ ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართული პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, ისინი პრინციპულად ხშირად რადიკალური და შიმშილობის ზომებითაც კი იცავდნენ დემოკარტიის ამ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას, რასაც სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჰქვია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაც, იმ საარჩევნო სისტემის, რომელიც ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით უსამართლოს უწოდებდა და ბუნებრივია ამ პროგრამაში განსაზღვრულია უფრო სამართლიანი სიტემის ჩამოყალიბების საჭიროება. ყველა პარტია, მათ შორის „თავისუფალი დემოკარტები“, რომლებიც ცალკე არიან, ასევე აქტიურად უჭერენ მხარს. რეალურად პარტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა პოზიციაზე იდგა, თუმცა დღეს იგივე პოზიციას იზიარებს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ეს პარტია დღეს შეუერთდა ამ სისტემის ცვლილებას“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა საარჩვენო სისტემის რეფორმირების საკითზე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე და პოზიციაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)