10:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 12:26:17, 2564 ნახვა

მსოფლიო
სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

ინფორმაციას სომხური გამოცემა „ჟამანაკი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სომხეთის პრემიერს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი კოდექსი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი 15 ივლისამდე გაიტანენ. კოდექსის მიღების შემდეგ, ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს“, - წერს „ჟამანაკი“.

გამოცემის ცნობით, ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics