20:40 - 28 May, 2026
|
2018-06-15 18:38:38, 875 ნახვა
სამართალი
შსს-მ ენმ-ის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ცნობისთვის, ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ის ფრაქციის ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქათამაძის თქმით, მას 8 პირი სცემდა, რომელთაგან ერთ-ერთმა თავში რკინის საგანი ჩაარტყა. მომხდარის შემდეგ ქათამაძე „მედალფას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)