|
2018-06-14 11:02:29, 1095 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მანძილზე, ეს არის ბანკის პრეზიდენტის პირველი, მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი. მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე. სტუმარი იმყოფებოდა „სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც გაეცნო საბაჟო და გაფორმების პროცედურებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრეზიდენტთან, მთვარობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან. ADB-ის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)