|
2018-06-14 10:54:35, 503 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ბათუმში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. ბულგარეთის საელჩოს მიერ, სასტუმრო „რადისონში" გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია და ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეუძლია. პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით ავსტრია გახდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)