|
2015-05-29 13:55:51, 333 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ათონელის რეზიდენცია პატრონს ელოდება, ახლა პატრონის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა მას
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად გასაგები იყო. მისივე თქმით, ათონელის რეზიდენციაში სამუშაოები დასრულებულია და "პატრონს ელოდება" "ვფიქრობ, პრემიერის განცხადება დღეს ძალიან ნათელი და გასაგები იყო. ათონელის რეზიდენცია მზადყოფნაში, დასრულებულია, ელოდება პატრონს, ახლა უკვე პატრონის გადასაწყვეტია მას მიიღებს თუ არა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, მთავრობამ ათონელის რეზიდენციაზე 25 მილიონი ლარი დახარჯა და პრეზიდენტის იქ გადასვლა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. "ვფიქრობ რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ინტერესია, არ დაზიანდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთავობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი. ეს კიდევ ერთხელ დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ ჩათვლის, რომ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, თუ გამოიყენებდა ამ შენობას, რომელშიც მთავრობამ 25 მილიონი დახარჯა, ეს იქნებოდა მისასალმებელი ჩვენთვის. თუმცა ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)