|
2018-06-08 17:21:42, 967 ნახვა
რეგიონი
შუახევში წარმატებული მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლების დაჯილდოვება გაიმართა
დღეს, შუახევში საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მოსწავლეებს და მასწავლებლებს ოლიმპიადაში გამარჯვება ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს. 2017-2018 სასწავლო წელს ჩატარებულ სხვადასხვა სახის მუნიციპალურ კონკურსებში და საგნობრივ ოლიმპიადაში 800 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა. შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ საგანმანათლებლო, კულტურული და ინტელექტუალურ - შემეცნებითი ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე მადლობის ბარათით დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაში თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის, შუახევის და ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს ფრიდონ ხალვაშის პიესა ,, ხიხანის ძახილი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)