20:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 10:37:29, 1239 ნახვა

სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდებდა.

ბიუროს სხდომა 12:45 საათზეა ჩანიშნული, ხოლო რიგგარეშე სხდომა 13:00 საათზე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. კომისია 17 წევრისგან შედგება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში არიან: საპარლამენტო უმრავლესობა: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე;
ევროპული საქართველო“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი;
პატრიოტთა ალიანსი“- ადა მარშანია;
დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი.

კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. 

კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე „ნაციონალურმა მოძრაობოამ“ უარი განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics