19:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 13:55:16, 1317 ნახვა

ეკონომიკა
„ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, იყოს ლიდერთა შორის“

ICANN-ის (ნომრებისა და სახელების მინიჭების ასოციაცია) წარმომადგენელი საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას ურჩევს.

ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - „EuroDIG 2018“ ფორუმის მონაწილე ანდრეა ბიკალის განცხადებით, სწორედ მასშტაბურ ღონისძიებებზე განისაზღვრება ინტერნეტის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.

„საქართველოს ყველა სექტორს -  მთავრობას, კერძო სექტორს, მომხმარებლებს, სასერვერო საზოგადოებებს, შეგვიძლია ვურჩიოთ ამგვარ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიღება. საქმე მხოლოდ ინტერნეტის განვითარებაში მონაწილეობას არ ეხება, ვინაიდან თუ საკუთარი წვლილის შეტანა არ შეგიძლია, უნდა გამოიყენო შესაძლებლობა და ისარგებლო სხვისი მიღწევებით ამ სფეროში“, - განაცხადა ბიკალიმ.

მისი აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018,  საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ იყოს ლიდერთა შორის, ინტერნეტის განვითარების პროცესის მონაწილე, განავითაროს საკუთარი ინოვაციები, და ამასთან, დიალოგის სხვა მონაწილეებს  შესთავაზოს იმის ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული ინტერნეტში მომხმარებლების უფლებების დაცვა და ინტერესები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics