|
2015-05-28 13:59:33, 382 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: პრეზიდენტმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს კონსტიტუცია სიმბოლურად გადასცა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კაჟორიძის მტკიცებით, გიორგი მარგველაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს კონსტიტუციის წიგნი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად გადასცა. მისივე თქმით, მარგველაშვილის მხრიდან ამ საჩუქარს იმის დატვირთვა არ ჰქონია, რომ თითქოს ხშირად ხდება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების დარღვევა. „როცა პრეზიდენტის პოზიციაა, რომ რაიმე არასწორად ხდება, ვფიქრობ მას ნამდვილად არ უჭირს, რომ ეს პირდაპირ თქვას და ამ ფორმით ამას არ იტყოდა. შესაბამისად, ამის ერთადაერთი დანიშნულება იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სიმბოლური საჩუქრის გაკეთება“,-აღნიშნა კოჟორიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად კონსტიტუციის წიგნი გაუგზავნა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)