17:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 11:35:59, 638 ნახვა

რეგიონი
500-მდე გამოძახება 112-ში - რუსთავში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

რუსთავში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი  კორპუსების სარდაფებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან,  წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ამოტუმბვით სამუშაოებს თორდიას, ტაბიძის და ტურგენევის ქუჩაზე  ახორციელებენ. 

მათივე ინფორმაციით,  რუსთავიდან 112-ში გუშინდელი დღიდან ამ დრომდე  500-მდე გამოძახება შევიდა. 

რუსთავში თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა,  რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება.  სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ  რუსთავში იაღლუჯის მთიდან ჩამოწოლილმა ქვაღორღმა სანიაღვრე სისტემა დააბინძურა, რის გამოც ქალაქის ქუჩები დაიტბორა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics