09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 11:24:19, 2357 ნახვა

მსოფლიო
Die Welt: სწრაფი რეაგირების ძალებში ნატო 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს

გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ნატო სწრაფ რეაგირების ძალებში 30 000 ჯარისკაცის დამატებას გეგმავს.

მედიის ცნობით, აღნიშნული ქვედანაყოფი რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად იქნება განკუთვნილი. ირკვევა, რომ ინიციატორის ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

„ალიანსი ცალკეული მოკავშირეების ოპერატიული მზადყოფნის გაძლიერებას გეგმავს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში. 

როგორც პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, ახალი სარეზერვო ძალები „შესაძლო კრიზისისთვის“ ნატო-ს მზადყოფნას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, სამხედროები სრულ მზადყოფნაში 30 დღის ვადაში უნდა იყვნენ.

მედიის ცნობით, ამ საკითხზე ნატო 7 ივნისს იმსჯელებს. სარეზევრო ძალების გაფართოების გარდა, 7 ივნისს ნატო-ში ასევე განიხილავენ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს, რაც სამხედრო ტექნიკის უფრო სწრაფი გადაადგილებისთვისაა აუცილებელი.

„ეს მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას“, – ნათქვამია Die Welt-ის სტატიაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics