|
2018-05-30 16:23:21, 1250 ნახვა
კომენტარი
კილაძე: მკვლელობის შემსწრე ბავშვებს გამოძიებასთან რომ ეთანამშრომლათ, ზაზა სარალიძეს ეს კითხვები არ ექნებოდა
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწრე ბავშვებს გამოძიებასთან რომ ეთანამშრომლათ, დღეს ზაზა სარალიძეს ეს კითხვები არ ექნებოდა“,– ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში კომიტეტის წევრები ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრას გამართავენ. „ძალიან დანანებით მინდა ვთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწრე ბავშვებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს და მე მგონია, ამ ბავშვებს რომ გამოძიებასთან ეთანამშრომლათ, დღეს მამას ეს კითხვები არ ექნებოდა. ჩვენ, გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან და ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კომიტეტის ფარგლებში მას შევხვდეთ . კიდევ, ერთხელ უნდა გავიაროთ ის კითხვები, რაც მას აქვს და მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ასევე სამართლებრივად. იმედს ვიტოვებ, სამართალდამცავი სტრუქტურები, მოახერხებენ დაადგინონ რა მოხდა იმ დღეს და ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს“,– განაცხადა სოფო კილაძემ. მან მომხდარის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ დაზარალებული ოჯახების, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. „მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და მწუხარება გამოვხატო იმ დიდი ტრაგედიისადმი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, როდესაც წარმოუდგენელი სისასტიკით თანატოლებმა ორი ახალგაზრდა ბავშვი მოკლეს. მე მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი საზოგადოების ტრაგედია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი სისატიკე ხდება, სწორედ ახალგაზრდების მხრიდან. რა თქმა უნდა ოჯახი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენი როგორც სახელმწიფოს ვალდებულება არის დავადგინოთ ობიექტური ჭეშმარიტება, საზოგადოებას გავაცნოთ რა მოხდა რეალურად. ასევე ის კითხვის ნიშნები, რომელიც აქვს ოჯახს, მამას განსაკუთრებით, პასუხი გაეცეს“,– აღნიშნა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
თამარ ლომაშვილი
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)